Accessibility links

logo-print

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლებას არასათანადო რეაგირება ჰქონდა


ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლებას არასათანადო რეაგირება ჰქონდა. ორგანიზაციების - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ავალდებულებს პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს მსგავს შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება, ფაქტია, რომ დღემდე არ ჩატარებულა სრულფასოვანი გამოძიება და, სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ე.წ. სამსახურებრივი მოკვლევით შემოიფარგლა.“ 5 არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებმა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები გააჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრულფასოვანი და დროული გამოძიების აუცილებლობა. „არსებული ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა სასჯელაღსრულების მინისტრის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა საპატიმრო დაწესებულებასა და უშუალოდ მერაბიშვილის საკანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერების შენახვის ვადებთან დაკავშირებით“ - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიწყონ გამოძიება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლა და ამომწურავი პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ არაერთ ლეგიტიმურ შეკითხვას.
XS
SM
MD
LG