Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა


ავღანეთიდან მოსული ცნობებით, ქაბულის ცენტრში მოხდა ძლიერი აფეთქება, რის შემდეგაც სროლა დაიწყო. ჯერ არ არის ნათელი, რამ გამოიწვია აფეთქება, ან მოჰყვა თუ არა მას მსხვერპლი. როგორც იუწყებიან, აფეთქება მოხდა პოპულარულ ლიბანურ რესტორანთან რაიონში, რომელშიც მდებარეობს რამდენიმე დიპლომატიური მისია. ავღანეთის დედაქალაქში ხშირია აფეთქებები, რომლებიც თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ, ან დანაღმული ავტომანქანებით ეწყობა.
XS
SM
MD
LG