Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ აღარ უთვალთვალებს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ აშშ უარს ამბობს თავისი მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების ლიდერთა სატელეფონო თუ სხვა სახის საუბრების ფარულ მოსმენაზე. პარასკევს, ვრცელ სატელევიზიო გამოსვლაში, ობამამ, ამასთანავე, პატივი მიაგო ამერიკის სპეცსამსახურების წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დისკუსიამ მოქალაქეებზე ელექტრონული თვალთვალის ადგილისა და როლის შესახებ კიდევ უფრო გააძლიერა ამერიკა, რადგან ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა ჩინეთში ან რუსეთში. გარდა ამისა, ობამა აპირებს, მიიღოს ზომები აშშ-ის მცხოვრებ უცხოელთა პირადი სფეროს დასაცავადაც და მათზე გაავრცელოს ზოგიერთი ისეთი პირობა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ამერიკელებზე ვრცელდება. დისკუსია ელექტრონული თვალთვალის მიზანშეწონილობის შესახებ უკავშირდება სკანდალს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ედვარდ სნოუდენის გარშემო, რომელსაც ვაშინგტონი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG