Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა კომპენსირების საკითხი კვლავ აქტუალურია


საბჭოთა ჯარისკაცები რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილი.
საბჭოთა ჯარისკაცები რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილი.
საქართველოში მე-17 წელია არსებობს კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და სოციალური დაცვის შესახებ. მისი ამოქმედებიდან დღემდე კანონში სამი ცვლილება შევიდა. მათგან ყველაზე არსებითი იყო პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რესპრესირებულების ან მათი მემკვიდრეებისთვის კომპენსაციის გაცემის წესი განისაზღვრა. წელს იანვარში ამოიწურა კანონით დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც რესპრესირებულებს ან მათ შთამომავლებს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლოთ. ვადის გაგრძელებას და თავად კანონის შეცვლას აუცილებლად მიიჩნევენ როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები.

  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG