Accessibility links

logo-print

14 ავღანელი და უცხოელი დაიღუპა ქაბულში აფეთქების შედეგად


ავღანეთიდან მოსული ცნობებით, დაახლოებით 14 ავღანელი და უცხოელი დაიღუპა ქაბულის ცენტრში მომხდარი ძლიერი აფეთქების და სროლის შემდეგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა რესტორნის წინ დანარჩენმა ორმა კი ხალხში უმისამართო სროლა ატეხა. როგორც იუწყებიან, აფეთქება მოხდა პოპულარულ ლიბანურ რესტორანთან რაიონში, რომელშიც მდებარეობს რამდენიმე დიპლომატიური მისია. ავღანეთის დედაქალაქში ხშირია აფეთქებები, რომლებიც თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ, ან დანაღმული ავტომანქანებით ეწყობა.
XS
SM
MD
LG