Accessibility links

logo-print

ქაბულში იზრდება თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, 21-მდე გაიზარდა ქაბულის რესტორანში პარასკევს საღამოს მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი. პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ავღანეთში და გაეროს აპარატის ოთხი მუშაკი. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც მოხდა ქალაქის ცენტრში, სადაც ბევრი საელჩო და უცხოელების მომსახურებაზე მიმართული ბიზნესია განთავსებული. პოლიციის ცნობით, რესტორნის შესასვლელთან თავი თვითმკვლელმა მოიერიშემ აიფეთქა, რის შემდეგაც რესტორანში მყოფთ ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა - მისი თქმით, სამოქალაქო პირების მიზანში ამოღება „აბსოლუტურად მიუღებელია და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის პირდაპირ დარღვევას“. თალიბანის პრესმდივანმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ თავდასხმა იყო სამაგიეროს გადახდა ამ კვირაში ფარვანის პროვინციაში მომხდარი საჰაერო იერიშის გამო, რომელსაც სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ.
XS
SM
MD
LG