Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია თურქეთში მართავს შეხვედრას


სირიის ოპოზიციური ჯგუფები დღეს თურქეთში მართავენ შეხვედრას, სადაც, გავრცელებული ცნობებით, განიხილავენ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობას. შეხვედრა სტამბოლში იმართება და მასში ეროვნული კოალიციის წევრები მონაწილეობენ. ანალიტიკოსების თქმით, ჯერჯერობით უცნობია როგორ, ან როდის მიაღწევს კოალიცია საბოლოო შეთანხმებას. არსებული გეგმით, მეამბოხეებსა და ბაშარ ალ-ასადის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება მომავალ კვირაში, შვეიცარიაში უნდა დაიწყოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ შეხვედრაში მონაწილეობისკენ პარასკევს კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის ოპოზიციას. ეს იქნება პირველი პირდაპირი მოლაპარაკება თითქმის სამწლიანი ომის დასასრულებლად, რომელსაც 100,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG