Accessibility links

გაეროს ინსპექტორები თეირანში ჩავიდნენ


გაეროს ატომური უწყების ინსპექტორები ირანის დედაქალაქ თეირანში ჩავიდნენ, რათა დააკვირდნენ როგორ სრულდება ირანსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ნოემბერში მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება. ინსპექტორების გუნდი, რომელსაც მასიმო არაპო ხელმძღვანელობს, ირანელ ოფიციალურ პირებს შეხვდება და შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გაუზიარებს მოპოვებულ ინფორმაციას. შეთანხმებით, რომელიც 20 იანვარს, ექვსი თვის ვადით უნდა ამოქმედდეს, ირანი თანხმობას აცხადებს ურანის გამდიდრება 5 პროცენტამდე შეზღუდოს და ბირთვული პროგრამის სხვა ასპექტებიც შეამციროს, საერთაშორისო სანქციების ნაწილობრივი მოხსნის სანაცვლოდ. შეთანხმების მოქმედების ვადაში, ექვსი თვის განმავლობაში, ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები - ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და აშშ - მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG