Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლება: დაღესტანში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილები მოკლეს


რუსეთის მთავრობის ცნობით, დაღესტანში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ისლამისტურ ექსტრემიზმში შვიდი ეჭვმიტანილი იქნა მოკლული. ოფიციალური პირების თანახმად, მოკლულებს შორის არიან მახმუდ ალიევი, რომელიც ახლახან მახაჩყალის ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერად დასახელდა და 26 წლის ზაირა ალიევა, წარსულში მოკლული ექსტრემისტის ქვრივი, რომელიც შესაძლოა თვითმკვლელობის გზით იერიშისთვის ემზადებოდა. სპეცოპერაცია, რომელიც მახაჩყალის ერთ-ერთ სახლში განხორციელდა, ამ დროისთვის დასრულებულია და იქ გამომძიებლები მუშაობენ. გავრცელებული ცნობებით, სახლის ნანგრევებიდან იარაღი იქნა ამოღებული.
XS
SM
MD
LG