Accessibility links

ეგვიპტის საარჩევნო კომისია: კონსტიტუციამ ხმათა 98 პროცენტი მიიღო


ეგვიპტის საარჩევნო უწყების წარმომადგენელთა თქმით, ქვეყნის ახალმა, არმიის მიერ მხარდაჭერილმა კონსტიტუციამ ხმათა 98 პროცენტი მიიღო ორდღიან რეფერენდუმზე. ქვეყნის უზენაესი საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ რეფერენდუმში ამომრჩევლის 40 პროცენტამდე აქტივობა აღირიცხა. წინასწარი შედეგები ხუთშაბათს გამოცხადდა. ეს რეფერენდუმი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს დროებითი მთავრობისთვის, რომელიც არმიამ დანიშნა მას შემდეგ, რაც ივლისში ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი დამხობილ იქნა. მურსის ორგანიზაციის, ამჟამად აკრძალული მუსლიმთა საძმოს მომხრეებმა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს. საძმო რეფერენდუმის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გააგრძელებს ხშირ საპროტესტო გამოსვლებს.
XS
SM
MD
LG