Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებაში


უცხოეთში განდევნილმა სირიის ოპოზიციურმა გაერთიანებამ, ეროვნულმა კოალიციამ ხმა მისცა მონაწილეობას მომავალ კვირაში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წარმომადგენლებთან. კოალიციის სამდივნოს ცნობით, დღეს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკებაში მონაწილეობას 73-დან 58-მა მონაწილემ დაუჭირა მხარი. სირიის მთავრობას უკვე აქვს თანხმობა ნათქვამი შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ შეხვედრაში მონაწილეობისკენ პარასკევს კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის ოპოზიციას. ეს იქნება პირველი პირდაპირი მოლაპარაკება თითქმის სამწლიანი ომის დასასრულებლად, რომელსაც 100,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. პარასკევს მოსკოვში ვიზიტისას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მუალემმა განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს გადასცა ალეპოში ზავის დამყარების გეგმა. ალეპოში მთავრობის ძალები მეამბოხეებს წელიწადზე მეტია ებრძვიან.
XS
SM
MD
LG