Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი გმობს ქაბულში მომხდარ თავდასხმას


თეთრმა სახლმა დაგმო თალიბანის მიერ ქაბულის ერთ-ერთ რესტორანზე მიტანილი სისხლიანი იერიში და განაცხადა, რომ იმ ადამიანების მკვლელობას, რომლებიც ავღანელებს უკეთესი მომავლის მოპოვებაში ეხმარებოდნენ, „არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს“. შაბათს გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი თალიბანს კიდევ ერთხელ მოუწოდებს განიარაღდეს და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელსაც 21 ადამიანი შეეწირა. დაღუპულებს შორის არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ავღანეთში და გაეროს აპარატის ოთხი მუშაკი. თავდასხმა მოხდა ქალაქის ცენტრში, სადაც ბევრი საელჩო და უცხოელების მომსახურებაზე მიმართული ბიზნესია განთავსებული. პოლიციის ცნობით, რესტორნის შესასვლელთან თავი თვითმკვლელმა მოიერიშემ აიფეთქა, რის შემდეგაც რესტორანში მყოფთ ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი.
XS
SM
MD
LG