Accessibility links

logo-print

პაკისტანში არმიაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


პაკისტანში სამხედრო ბაზაზე იერიში განხორციელდა, რასაც, ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე 20 სამხედრო ემსხვერპლა და 30 დაიჭრა. თავდასხმა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონის ქალაქ ბანუში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა და განაცხადა, რომ მსგავსი იერიშები კიდევ იქნება. თავდასხმის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება, ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია, სხვა ცნობებით კი ბომბი შეიძლება გზაზე იყო ჩადებული. ჩრდილოეთ ვაზირისტანს თალიბანის და ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ექსტრემისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნევენ. პაკისტანის არმიის ნაწილებს გადაადგილების დროს ხშირად ესხმიან თავს აფეთქებების გზით, თუმცა სამხედრო ბაზის შიგნით იერიშები იშვიათად ხდება.
XS
SM
MD
LG