Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი ძალადობაში „მოღალატე“ ქვეყნებს ადანაშაულებს


ერაყის პრემიერ-მინისტრი, ნური ალ-მალიქი მის ქვეყანაში მიმდინარე ძალადობაში ახლო აღმოსავლეთში მდებარე „მოღალატე“ და „ეშმაკისეულ“ ქვეყნებს სდებს ბრალს. მალიქი ამ განცხადებით სამხრეთის ქალაქ ნასირიაში გამოვიდა. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები ჰქონდა მხედველობაში. „ერაყი სამიზნეა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს ტერორიზმს და ბოროტებას უჭერენო“ - განაცხადა მან. მალიქის თქმით, ტერორიზმთან ბრძოლაში ერაყს მთელი მსოფლიო უჭერს მხარს, „გარდა რამდენიმე ეშმაკისეული ქვეყნისა“. წარსულში ერაყის ოფიციალურ პირებს გამოთქმული აქვთ ვარაუდი, რომ ერაყის დასავლეთში უკმაყოფილო სუნიტებს საუდის არაბეთი და ყატარი უმაგრებენ ზურგს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების გამართვაში. ერაყის დასავლეთში, სადაც დომინანტურ ჯგუფს სუნიტები წარმოადგენენ, ამჟამად ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს და ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ექსტრემისტებს შორის.
XS
SM
MD
LG