Accessibility links

ობამა: ჯაშუშობის შესახებ ცნობები გერმანიასთან კავშირს არ დააზიანებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გერმანიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ დაუშვებს გერმანიასთან და სხვა მოკავშირეებთან ურთიერთობის გაფუჭებას აშშ-ის ჯაშუშური აქტივობის გამო. ამ განცხადების ფონია გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო უთვალთვალებდა ევროპის მოქალაქეების კომუნიკაციას და კანცლერ ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონსაც კი. ობამას თქმით, მან მერკელთან ახლო ურთიერთობა განავითარა და არ დაუშვებს ამ ურთიერთნდობის შერყევას აშშ-ის სათვალთვალო პროგრამის გამო. ობამას განცხადების გერმანული თარგმანის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა - სანამ მე პრეზიდენტი ვარ, გერმანიის კანცლერს ამაზე წუხილი არ მოუწევსო.
XS
SM
MD
LG