Accessibility links

logo-print

თბილისს ამერიკელ კანონმდებელთა დელეგაცია სტუმრობდა


თბილისს სტუმრობდა აშშ-ის სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრების დელეგაცია, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერებთან. დელეგაციაში შედიოდნენ რესპუბლიკელი სენატორები ჯეიმს ინჰოფი და ჯონ ბუზმანი, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები ანდერ კრენშოუ და სტივ პირსი და კონგრესის დემოკრატი წარმომადგენელი, ენ კირკპატრიკი. ამერიკელმა კანონმდებლებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელთან. მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებამდე დელეგაცია ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ჯეიმს ინჰოფმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მცდელობა გაზარდოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, კანონმდებლების ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და აჩვენებს, რომ აშშ აფასებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს და წვლილს ავღანეთში ნატოს მისიაში.
XS
SM
MD
LG