Accessibility links

logo-print

კიევში აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა


კიევში ასობით დემონსტრანტსა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ქალაქის დამოუკიდებლობის მოედანზე ათი ათასობით დემონსტრანტი გავიდა იმ ახალი კანონის დაუმორჩილებლობის ნიშნად, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს საპროტესტო აქციების ჩატარებას. აქციის მონაწილეებმა პოლიციაზე ჯოხებით მიიტანეს იერიში, როცა პარლამენტის შენობისკენ მიიკვლევდნენ გზას. პარლამენტთან მისასვლელი გზა გადაკეტილი იყო პოლიციის რამდენიმე რიგით და ავტობუსებით. შეხლა-შემოხლის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ ამ ახალ კანონს უკანონო და „არაკონსტიტუციური“ უწოდა. უკრაინის ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს „დიქტატურის“ დამყარების მცდელობაში სდებს ბრალს. კანონი კრძალავს კარვების, სცენების და ხმის გამაძლიერებელი აპარატურის უნებართვო აღმართვას. ეს საგნები უცვლელი ატრიბუტებია იმ აქციებზე, რომლებიც ბოლო ხანებში კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მიმდინარეობს. საზოგადოებრივი წესრიგის „მასობრივი დარღვევისთვის“ კანონი 15 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
XS
SM
MD
LG