Accessibility links

კლიჩკო იანუკოვიჩს შეხვდება


უკრაინის ოპოზიციური პარტია „უდარის“ ლიდერი, ვიტალი კლიჩკო, კვირა საღამოს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შესახვედრად გაემგზავრა - იუწყება კლიჩკოს პრესმდივანი. მანამდე ქალაქის ცენტრში გამოსულ დემონსტრანტებს კლიჩკომ თავად უთხრა, რომ პირადად მივა იანუკოვიჩთან და ეცდება დაარწმუნოს „შეწყვიტოს კონფლიქტის ესლაკაცია“. დღეს კიევში, „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ნიღბიანმა აქტივისტებმა პოლიციის ცარიელ ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ცნობებით, დაშავებულები ორივე მხარეს არიან. დემონსტრანტების ნაწილმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დატოვა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვლადიმირ იავორივსკიმ მათ მოუწოდა, არ წამოეგონ პროვოკაციაზე და დაბრუნდნენ დამოუკიდებლობის მოედანზე. „მაიდანზე“ ისმოდა განცხადებები, რომ მალე ქალაქის ცენტრის დემონსტრანტებისგან „გაწმენდის“ ოპერაცია შესაძლოა ასობით სპეცრაზმელმა განახორციელოს. შეხლა-შემოხლამდე კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ათიათასობით დემონსტრანტი გავიდა იმ ახალი კანონის დაუმორჩილებლობის ნიშნად, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს საპროტესტო აქციების ჩატარებას. კლიჩკომ ამ ახალ კანონს უკანონო და „არაკონსტიტუციური“ უწოდა. უკრაინის ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს „დიქტატურის“ დამყარების მცდელობაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG