Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკი: იანუკოვიჩი მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის


კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის შეხლა-შემოხლის შედეგად, სულ მცირე, 20 პირი დაშავდა. პარალელურად, ოპოზიციური ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერი, არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა სატელეფონო საუბარში ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. იაცენიუკის თქმით, ახლა სამ ოპოზიციურ ძალას შორის შედგება კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაიმართოს ეს მოლაპარაკება. კიევში შეტაკებები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მოედანზე ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა წინააღმდეგობა გაეწია ახალი კანონისთვის, რომელიც ზღუდავს პროტესტის გამოხატვას. დემონსტრანტებმა ხელკეტებით იერიში მიიტანეს პოლიციაზე, როცა პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. პარლამენტის შენობისკენ გზა პოლიციის რიგებით და ავტობუსებით იყო გადაკეტილი. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. კიევში აშშ-ის საელჩო ძალადობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა და მთავრობას სთხოვა, ოპოზიციასთან დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზების ძიების მიზნით.
XS
SM
MD
LG