Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩმა განკარგულება გასცა, კრიზისის გადასაჭრელად შეიქმნას კომისია ოპოზიციის მონაწილეობით


უკრაინის პრეზიდენატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განკარგულება გასცა, მზარდი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შეიქმნას სპეციალური კომისია. იანუკოვიჩის თქმით, კომისიას სათავეში ჩაუდგება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი კლიუევი და მასში შევლენ მინისტრთა კაბინეტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, იტყობინება ფრანს პრესი. იანუკოვიჩმა ასევე განკარგულება გასცა, ოპოზიციასთან პირველი შეხვედრა გაიმართოს ორშაბათს. პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაო ჯგუფი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საკითხებს განიხილავს. იანუკოვიჩის განკარგულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას მერე, რაც ის კიევში, საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, კრივში მსოფლიო ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოს.
XS
SM
MD
LG