Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების შესახებ განკარგულება


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატიმართა შეწყალების თაობაზე განკარგულება გამოსცა. როგორც "ინტერპრესნიუსი" პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა "სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის, 19 იანვრის N19/01/01" განკარგულებას, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 54 პირი - ორი არასრულწლოვანი და სამი ქალი. პრეზიდენტის განკარგულება გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.
XS
SM
MD
LG