Accessibility links

ნორვეგიაში დაიწვა უნიკალური ხის ნაგებობები


კვირას ნორვეგიაში დაიწვა უნიკალური ხის ნაგებობები. ხანძრის შედეგად ოთხმოცდაათმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სკანდინავიიდან. ძლიერმა ხანძარმა ქალაქ ლერდალსეირიში XVIII–XIX საუკუნეებში აშენებული ხის სახლები გაანადგურა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად სახელდება ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აალება, რომელიც გვერდითა შენობებს გადაედო. სულ ხანძრის შედეგად 160 უნიკალური შენობიდან განადგურდა 30. მათ შორის 16 საცხოვრებელი სახლი იყო. ხანძარს რვა საათის მანძილზე ასეულობით მეხანძრე ებრძოდა. ქალაქში სულ 1200 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 90 კვამლით მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრისგან დაზარალებული ქალაქი 2005 წელს იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს. ქალაქი, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, XVIII–XIX საუკუნეებში მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციას ასრულებდა.
XS
SM
MD
LG