Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი შეუდგა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების განხორციელებას


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანი შეუდგა მის ბირთვულ პროგრამაზე უცხოეთთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ნატანცის ბირთვულ ობიექტზე ცენტრიფუგების კასკადი დაიხურა, რასაც ესწრებოდნენ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები. დასავლელი დიპლომატების ცნობით, ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ანგარიში ადასტურებს ირანის მიერ შეთანხმების შესრულების დაწყებას. ირანმა 24 ნოემბერს მიაღწია ამ შეთანხმებას მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან, რომელსაც მოიხსენიებენ 5+1-ად. ესენი არიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი და გერმანია. შეთანხმება ითვალისწინებს ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამის შეზღუდვას საერთაშორისო სანქციების დროებით შემსუბუქების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG