Accessibility links

logo-print

კიევში დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტები


კიევში დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტები და გადამღები ჯგუფი. ამის შესახებ ტექსტური შეტყობინება გაავრცელა ერთ-ერთმა დაკავებულმა. მისი ინფორმაციით, დაკავებისას ჟურნალისტებს სცემეს. დღეს დილით ჩვენი კორესპონდენტები იღებდნენ მილიციელებთან დემონსტრანტების დაპირისპირებას კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე და მიუახლოვდნენ მილიციელების კორდონს. ამის შემდეგ ჩვენი რადიოს პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა.
XS
SM
MD
LG