Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბილოვმა დაითხოვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა დაითხოვა ადგილობრივი მთავრობა, რომელსაც როსტიკ ხუგაევი ხელმძღვანელობდა. ცხინვალში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თიბილოვმა გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად ხუგაევის მთავრობამ ეფექტურად ვერ იმუშავა. დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებამდე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ვიცე-პრემიერ დომენტი ყულუმბეგოვს დაევალა.
XS
SM
MD
LG