Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებებმა 20-მდე ადამიანი შეიწირა


ბაღდადში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა აფეთქებების მთელი სერიის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" იუწყება დღეს ბაღდადში, სულ ცოტა, შვიდი აფეთქების შესახებ. მისი ცნობით, ძალადობა მიმართული იყო, უმეტესწილად შიიტებით დასახლებული რაიონების წინააღმდეგ. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. წელს ერაყში ძალადობამ უკვე ასობით ადამიანი შეიწირა. კვლავაც დაძაბულია ურთიერთობა უმრავლესობაში მყოფ შიიტებს და სუნიტების უმცირესობას შორის.
XS
SM
MD
LG