Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 13 ადამიანი


პაკისტანში, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ რავალპინდიში ბომბის აფეთქების შედეგად. მედიის ცნობით, რომელიც სამართალდამცველებისაგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, დაღუპულებს შორის არმიის ექვსი წევრია. ინციდენტი მოხდა ბაზარში, პაკისტანის სამხედრო შტაბ-ბინის მახლობლად. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა თალიბანმა იკისრა. თავდასხმა დაგმო პაკისტანის პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსაინმა.
XS
SM
MD
LG