Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ ამცირებენ ირანის მიმართ სანქციებს


ევროკავშირი და შეერთებული შტატები აუქმებენ ირანის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების ნაწილს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი შეუდგა მისი ბირთვული პროგრამის შესახებ უცხოეთთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას. ევროკავშირისა და აშშ-ის გადაწყვეტილებით, შემსუბუქდება ნავთობპროდუქტებით და ძვირფასი ლითონებით ირანის ვაჭრობაში დაწესებული შეზღუდვები, ისევე როგორც ნავთობის გადაზიდვის დაზღვევასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ევროკავშირის განცხადებით, სანქციები შეჩერდება, სულ ცოტა, ექვსი თვით, რაც არის შარშან ნოემბერში მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ირანმა ამ შეთანხმებას მიაღწია მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან - აშშ-თან, რუსეთთან, ჩინეთთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან - მოლაპარაკების შედეგად. დღეს უფრო ადრე გავრცელდა ირანელი ოფიციალური პირების განცხადება, რომ ურანის გამდიდრება შეაჩერეს ქვეყნის ორ ბირთვულ ობიექტზე. ეს ინფორმაცია დაადასტურა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციამ.
XS
SM
MD
LG