Accessibility links

გარდაიცვალა გამოჩენილი იტალიელი დირიჟორი, კლაუდიო აბადო


80 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი იტალიელი დირიჟორი კლაუდიო აბადო. ის მრავალი წელი ედგა სათავეში მსოფლიოს წამყვან სიმფონიურ ორკესტრებს, მათ შორის ბერლინის ფილარმონიის ორკესტრსა და მილანის „ლა სკალას“. თავისი ხანგრძლივი წარმატებული კარიერის განმავლობაში, აბადო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობას, დაარსებიდან სათავეში ედგა „ევროპის კავშირის ახალგაზრდულ ორკესტრს“. კლაუდიო აბადო ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მშობლიურ იტალიაში, ბოლონიაში.
XS
SM
MD
LG