Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი კომპრომისისაკენ მოწოდებით გამოდის


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დიალოგისა და კომპრომისისაკენ მოწოდებით გამოდის, კიევში დემონსტრანტებსა და მილიციელებს შორის შეტაკებების შემდეგ. იანუკოვიჩმა ორშაბათს მიმართა თანამემამულეებს და ძალადობას უწოდა საფრთხე მთელი უკრაინისათვის. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს ყველა დემონსტრანტის უფლებას, კანონიერად გამოთქვას პროტესტი. ამასობაში, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ დემონსტრანტები გააფრთხილა, არ დაუშვან „მასობრივი არეულობა“, რომელსაც მან „სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული“ უწოდა. კიევში ორშაბათსაც გაგრძელდა არეულობა მას შემდეგ, რაც კვირას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა დემონსტრანტებსა და მილიციელებს შორის დაპირისპირების შედეგად.
XS
SM
MD
LG