Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოანი ორშაბათს ბრიუსელში ჩავიდა. ანკარას სურს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაახლოს. დღეს გაიმართება ერდოანის პირველი ოფიციალური შეხვედრები ბრიუსელში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში თურქეთში კოუფციული სკანდალის ფონზე მიმდინარეობს. ბრიუსელში ჩასვლამდე ერდოანი შეეცადა დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ ანკარასა და ევროკავშირს შორის უთანხმოება კრიტიკული ზღვრისგან შორს არის. თუმცა, ევროპის ოფიციალური პირები კვლავაც შეშფოთებას გამოთქვამენ თურქეთში დემოკრატიის მდგომარეობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გამო.
XS
SM
MD
LG