Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინის ოპოზიციას და ევროპელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის ოპოზიცია და ევროპის გარკვეული ქვეყნები უკრაინაში სოციალური დაძაბულობის გამო. „უკეთესი იქნებოდა, თუკი ზოგიერთი ჩვენი ევროპელი კოლეგა ასე უცერემონიოდ არ მოიქცეოდა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. როდესაც ყოველგვარი მოსაწვევის გარეშე ზოგიერთი ევროპული ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები გაეშურნენ მაიდანზე, ღებულობდნენ მონაწილოებას ანტისამთავრობო მიტინგებზე იმ ქვეყანაში, რომელთანაც ამ ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ დამყარებული. იცით, ეს არასაკადრისი საქციელია“, - განაცხადა ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქცევის ევროპული ნორმების ყოველგვარი დარღევა“ უწოდა ოპოზიციის აქტივისტების „ძალადობრივ თავდასხმებს პოლიციაზე“ და აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს დიალოგს უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
XS
SM
MD
LG