Accessibility links

logo-print

ლავროვი „შეცდომას“ უწოდებს ირანისათვის მოსაწვევის უკან წაღებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „შეცდომა“, მაგრამ „არა კატასტროფა“ უწოდა გაეროს მიერ სირიის სამშვიდობო კონფერენციაზე დასასწრებად ირანისათვის მიწვევის უკან წაღებას. ბან კი მუნის გადაწყვეტილება „არ მატებს ავტორიტეტს“ ორგანიზაციასო, აღნიშნა ლავროვმა სამშაბათს გამრთულ პრესკონფერენციაზე. „კონფერენციაზე ირანის არყოფნა არ შეუწყობს ხელს მუსლიმური სამყაროს ერთიანობისაკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ჩვენი, და მათ რიცხვში ყველა მუსლიმანის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.“ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ორშაბათს უკან წაიღო ირანის მიწვევა სირიის სამშვიდობო კონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც ორშაბათს გაეროში ირანის ელჩის განაცხადა, რომ ირანისთვის მიუღებელია პირობა გარდამავალი მთავრობის შესახებ.
XS
SM
MD
LG