Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაღესტნის ვიცე-პრემიერი დააკავეს


მოსკოვში განსაკუთრებული დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დაღესტნის ვიცე-პრემიერი მაგომედგუსენ ნასტრუდინოვი დააკავეს. გაზეთი „კომერსანტი“ სამართალდამცველ სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობი იუწყება, რომ ნასტრუდინოვის დაკავება კვირას მოხდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში, სადაც ის მახალჩყალიდან ჩაფრინდა. მოხელემ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. დაღესტნის ვიცე-პრემიერი ეჭვმიტანილია 2000-იან წლებში კანონდარღვევით მის საკუთრებაში ბუნებრივი აირის ქსელების გადაფორმების გამო.
XS
SM
MD
LG