Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მიქელაძე: ანძის გარეგანათებას პირდაპირი კავშირი აქვს საავიაციო უსაფრთხოებასთან


თბილისის მერიის მიერ ანძის რამდენიმე საათით გამორთვის გამო დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ. მისი განმარტებით, ანძის გარეგანათებას, გარდა იმისა, რომ ქალაქის იერსახის წარმოჩენისთვის გამოიყენება, პირდაპირი კავშირი აქვს საავიაციო უსაფრთხოებასთან. „კერძოდ, შუქურის გათიშვამ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, საფრთხე შეუქმნა უსაფრთხო ფრენას და ამ ხნის განმავლობაში ქართველი ავიამეთვალყურეები გადასულნი იყვნენ უსაფრთხოების დაცვის საგანგებო პარამეტრებზე“, - განაცხადა მიქელაძემ. მისივე თქმით, საჰაერო ხომალდებს თბილისის თავზე ფრენის უფლება მიეცათ მხოლოდ სიმაღლის და მარშრუტის შეცვლით. „მართალია, ეს ფრენის უსაფრთხოების დასაცავად საკმარისი იყო, მაგრამ გაიზარდა საჰაერო ხომალდების ფრენის ხანგრძლივობა და მათ ნორმაზე მეტი ვერტიკალური სისწრაფით მოუხდათ დაშვება, რასაც შესაძლოა, მგზავრებზე უარყოფითად ემოქმედა“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თბილისის მერიას მოუწოდა, გადაწყვეტილებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
XS
SM
MD
LG