Accessibility links

logo-print

პროკურატურამ დაკითხა „სინათლის ქალაქის“ დირექტორი


თბილისის ტელეანძის გარეგანათების გამორთვის გამო პროკურატურამ მოწმედ დაკითხა შპს „სინათლის ქალაქის“ დირექტორი ნიკა ტოგონიძე. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურა ტექნიკური საკითხებით დაინტერესდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დასმულ შეკითხვებს ვერ დააკონკრეტებს. თბილისის მერიამ ანძის განათება 20 იანვარს გამორთო და განაცხადა, რომ განათება მას შემდეგ აღდგება, რაც საკრებულო ბიუჯეტს დაამტკიცებს და შესაბამის თანხებს გაითვალისწინებს. ანძის განათების გამორთვის გამო თბილისის მერია საჰაერო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნაში, შანტაჟსა და საბოტაჟში დაადანაშაულა საქართველოს მთავრობამ და მერიისგან მოითხოვა ანძისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დუყოვნებლივ აღდგენა. მომხდარი ფაქტის გამო, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამ.
XS
SM
MD
LG