Accessibility links

logo-print

ლიბანში მომხდარ აფეთქებას ორი კაცი შეეწირა


ბეირუთის სამხრეთ დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაახლოებით ორი კაცი დაიღუპა. სავარაუდოდ თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქება სამშაბათს ლიბანის იმ გარეუბანში მოხდა, რომელიც შიიტური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰიზბალას“ საყრდენად ითვლება. ვიდეოზე ჩანს თუ როგორ ფეთქდება ავტომობილი მჭიდროდ დასახლებულ არეალში. იერიშის მოწყობაზე პასუხისმგებლობა ალ ყაიდას მოკავშირე სუნიტურმა ორგანიზაცია ალ ნუსრას ფრონტმა იკისრა.
XS
SM
MD
LG