Accessibility links

logo-print

საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დაინიშნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურორად დანიშნა გიორგი ბადაშვილი. მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეირჩა მისი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და კარგი რეპუტაციის მიხედვით".
გიორგი ბადაშვილი 1981 წელს დაიბადა. მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს წარუდგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის მიწურულს, 30 დეკემბერს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ.
XS
SM
MD
LG