Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ავტობუსის აფეთქების შედეგად


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა შიიტი მომლოცველების ავტობუსის აფეთქების შედეგად. მომლოცველები ირანიდან ბრუნდებოდნენ, როცა ბომბი აფეთქდა გზაზე, ქალაქ ქუეტას მახლობლად. ქუეტა არის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალქი. ცნობების თანახმად, დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ჯერ არ არის ცნობილი, ვის ეკისრება აფეთქებაზე პასუხისმგებლობა. შიიტები უმცირესობას შეადგენენ, უმეტესწილად, სუნიტებით დასახლებულ პაკისტანში.
XS
SM
MD
LG