Accessibility links

logo-print

სირიის შესახებ მოლაპარაკებაზე 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები იკრიბებიან


40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ემზადებიან სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის, რომელიც 22 იანვარს იწყება შვეიცარიაში. მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ სირიის მთავრობის, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები. სირიის მოკავშირე ირანმა და რუსეთმა სამშაბათს გააკრიტიკეს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რომელმაც უკან წაიღო ირანის მიწვევა სირიის შესახებ შეხვედრაზე. მანამდე შეერთებული შტატები და სირიელი ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ირანი არ უნდა დასწრებოდა მოლაპარაკებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიმართ მისი სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო. სირიის მმართველ რეჟიმს არ უთქვამს, მზად არის თუ არა, მხარი დაუჭიროს გარდამავალი მთავრობის შექმნას, რასაც ოპოზიცია და მისი დასავლელი მხარდამჭერები მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG