Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ემზადებიან "უკრაინის სახალხო საბჭოს" დამფუძნებელი კრებისთვის


ცნობების თანახმად, 22 იანვარს კიევში გაიმართება „უკრაინის სახალხო საბჭოს“ დამფუძნებელი კრება და დიდი მსვლელობა. კიევში, ეროვნული წინააღმდეგობის შტაბში გამოსვლისას, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა თანამემამულეებს მოუწოდა კიევში ჩასვლისაკენ. იაცენიუკის თქმით, ხელისუფლებას სურს სამოქალაქო კონფლიქტი, ხოლო ოპოზიცია მიმართავს ყველა ზომას მის თავიდან ასაცილებლად. თავის მხრივ, უკრაინის მმართველი „რეგიონების პარტია“ აცხადებს, რომ ოპოზიციამ დაკარგა აქტივისტებზე კონტროლი და პრეზიდენტი მოვალეა, მკაცრ ზომებს მიმართოს წესრიგის დასამყარებლად. ოპოზიციამ სამშაბათს განაცხადა, რომ 20 იანვარს სამედიცინო დახმარება ითხოვა კიევის ცენტრში შეტაკებების დროს დაზარალებულმა1400-მდე ადამიანმა. ხოლო ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა სულ 119 ადამიანი, მათ შორის 35 ჟურნალისტი. იუწყებიან აგრეთვე, რომ ადამიანის უფლებათა საკითხში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილეი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ აამოქმედებს ახალ კანონებს, რომლებიც ითვალისწინებს მკაცრ შეზღუდვებს საპროტესტო აქციების ჩატარების მსურველებისათვის. პილეის წერილობით მიმართვაში აღნიშნულია, რომ ახალი ზომები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. ახალი ზომები უკრაინაში გასულ კვირაში დაამტკიცეს. ისინი ითვალისწინებს მაღალ ჯარიმებს და პატიმრობას არასანქცირებული აქციის გამართვის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG