Accessibility links

logo-print

„ბერკუტმა" კიევში ბარიკადების დაშლა დაიწყო


კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგებს შორის შეტაკებები ამ წუთებში გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, "ბერკუტის" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ აღმართული ბარიკადების დაშლა დაიწყეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დემონსტრანტები "ბერკუტის" მისამართით ქვებს და აალებად საგნებს ისვრიან, თუმცა ბარიკადების დაშლა გრძელდება. კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.
XS
SM
MD
LG