Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შინაგანმა ჯარმა მომიტინგეები ევროპის მოედნამდე შეავიწროვა


უკრაინის შინაგანი ჯარისა და სპეცდანიშნულების „ბერკუტის“ ნაწილებმა ცოტა ხნის წინ გრუშევსკის ქუჩაზე შეკრებილი ანტისამთავრობო დემონსტრანტების დაშლის ოპერაცია. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, მომიტინგეებმა უკან, ევროპის მოედნამდე დაიხიეს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები თავისუფლების მოედნისკენ გადანაცვლებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ ანტისამთავრობო აქციებს კიევის ცენტრში „ტერორისტების“ გამოსვლა მოჰყვა და დაიმუქრა, რომ დაუსჯელი არ დარჩება არც ერთი „დანაშაულებრივი ქმედება“. დილით უკრაინაში ორი დემონსტრანტი დაიღუპა ოთხშაბათს მომხდარი ახალი დაპირისპირების შედეგად მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და პოლიციის რაზმებს შორის. დემონსტრანტების დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა. დაპირისპირება მოჰყვა გამთენიისას პოლიციის მიერ ოპოზიციის მომხრეთა მიერ კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩასთან აღმართული ბარიკადის დემონტაჟის მცდელობას.
XS
SM
MD
LG