Accessibility links

logo-print

პაკისტანში მომხდარ შეტაკებაში 12 პოლიციელი დაიღუპა


ველოსიპედზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ბიჭი და პოლიომიელიტის აცრის ჯგუფის მცველი პოლიციის ექვსი თანამშრომელი დაიღუპნენ. აფეთქება ოთხშაბათ დილას ქვეყნის მშფოთვარე ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჩარსადის რაიონში მოხდა. პაკისტანში მესამე დღეა მიმდინარეობს პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანია, რის ჩაშლასაც თავდასხმებით ცდილობენ ექსტრემისტული დაჯგუფებები. კარაჩიში ვაქცინაციის ჯგუფის სამი თანამშრომელი მოკლეს კარაჩიში. გასულ წელს კი იმავე კამპანიის წინააღმდეგ მომხდარ თავდასხმებში სულ მცირე 16 სანიტარი და მათი დაცვის წევრი დაიღუპა. ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც თავდასხმების უკან დგანან, ვაქცინაციის კამპანიას დასავლეთის მხრიდან ჯაშუშობისა და მუსლიმი ბავშვების სტერილიზების განზრახვად აფასებენ.
XS
SM
MD
LG