Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებით შეშფოთებულია


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ქმედებებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით შემაშფოთებელი უწოდა. "გვინდა, გამოვთქვათ შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე , საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 11-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე. რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში მდინარე ფსოუზე სასაზღვრო ზონა იმოქმედებს. მიზეზად სოჭის ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება სახელდება. საქართველოს პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა, რომ ეს არის არა უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, არამედ „მას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა".
XS
SM
MD
LG