Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ კონტრაქტორს ირანისათვის საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებენ


აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებელ F-35-ის პროგრამისა და თვითმფრინავის ძრავის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოპარვისა და მისი ირანისათვის გადაცემის თაობაზე, აშშ-ის პროკურატურამ ყოფილ სამხედრო კონტრაქტორს ბრალი წაუყენა. ინდიანაპოლისის მკვიდრის, 59 წლის მოზაფარ ხაზვის წინააღმდეგ ბრალდება პროკურორმა დეირდრი დეილიმ ოთხშაბათს გამოაქვეყნა. კერძოდ, ხაზავის ბრალი ედება მასალების მოპარვაში იმ კომპანიიდან, რომელშიც მუშაობდა. პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბერში საბაჟო ინსპექციამ ტექნიკური ცნობარი და სხვადასხვა დოკუმენტი აღმოაჩინა იმ ტვირთში, რომლის გაგზავნასაც ხაზავი ირანში ცდილობდა. თავად ხაზვი, რომელიც ნიუ ჯერსის აეროპორტში იანვრის დასაწყისში დააკავეს, თეირანში გამგზავრებას აპირებდა. დიდ ნაფიცთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მოზაფარ ხაზავის მოპარული ნივთების ტრანსპორტირების გამო ორი მუხლით აქვს წაყენებული ბრალდება. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის ირანში მხოლოდ „სამეურნეო დანიშნულების ტვირთს“ გზავნიდა.
XS
SM
MD
LG