Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუსი რაიოტის“ წევრები ნიუ-იორკში კონცერტს გამართავენ


რუსული პანკჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები მომავალ თვეში ნიუ იორკში ჩასვლას და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი კონცერტის გამართვას აპირებენ. საპატიმროდან ამნისტიის საფუძველზე დეკემბრის ბოლოს განთავისუფლებული ნადეჟდა ტოლკონიკოვა და მარია ალიოხინა 5 თებერვალს დაგეგმილი კონცერტით რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების ხელყოფას გააპროტესტებენ. ტოლოკონიკოვა ფეისბუკით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ აშშ-ში ყოფნის დროს ისინი რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებას, მათ შორის ნიუ იორკში მდებარე მსჯავრდებული ქალების მკაცრი რეჟიმის ციხესაც მოინახულებენ.
XS
SM
MD
LG