Accessibility links

logo-print

დაღესტანში ექსტრემისტების ერთ-ერთი მეთაური მოკლეს


პოლიციამ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი ცნობილი ისლამისტი ექსტრემისტი მოკლა. ელდარ მაგატოვი სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების ფარგლებში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკების დროს დაიღუპა. რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული ცენტრის ინფორმაციაში მაგატოვი დაღესტნის ბაბიურტის რაიონის მეამბოხეთა ჯგუფის ლიდერად არის მოხსენიებული. ამასთან რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ექსტრემისტების ოთხი ქვრივი, რომლებსაც „შავი ქვრივებს“ უწოდებენ, - ოლიმპიური თამაშების დროს მათი ქმრების დახოცვის გამო შურისძიება გეგმავენ. სამი ქვრივი ქალი დაღესტნიდანაა, ერთი - თურქმენეთიდან.
XS
SM
MD
LG