Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი იანუკოვიჩი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს ხვდება


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორი იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს ვიტალი კლიჩკოს, არსენი იაცენიუკსა და ოლეჰ ტიაჰნიბოკს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვდება. უკრაინული მედიის ცნობით კი კვლავ გრძელდება პოლიციისა და ანტისამთავრობო დემონსტრანტების დაპირისპირება კიევის ცენტში, ევროპის მოედანზე, სადაც მობილიზებულია დიდი რაოდენობით სპეცდანიშნულების ძალები და სამხედრო ტექნიკა. დილით უკრაინაში სულ მცირე ორი დემონსტრანტი დაიღუპა ოთხშაბათს მომხდარი ახალი დაპირისპირების შედეგად მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და პოლიციის რაზმებს შორის. დადასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი სერგეი ნიგოიანი პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა. დაპირისპირება მოჰყვა გამთენიისას პოლიციის მიერ ოპოზიციის მომხრეთა მიერ კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩასთან აღმართული ბარიკადის დემონტაჟის მცდელობას.
XS
SM
MD
LG