Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ


უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილის შეფასებით, კიევში მოვლენების მშვიდობიანად განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. "სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ვითარება გამწვავდა, არის მსხვერპლი და ქუჩებში დაძაბულობა იზრდება. რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო შეშფოთებას იწვევს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა არაერთხელ გამოხატეს მკაფიოდ უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა. „კიდევ ერთხელ ვისურვებ და გამოვთქვამ რწმენას, რომ პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები, ხელისუფლება და ოპოზიცია უარესის თავიდან აცილებას შეძლებენ," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG